
სამტრედიის N11 საჯარო სკოლის დირექტორი ნანული მანჯგალაძე პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებლები - ირინა ჯანელიძე, ჟანა კუბლაშვილი, დაკო ნიკოლეიშვილი, ნატო ნატმელაძე, თინა მაჭარაძე და ნინო თარგამაძე „ახალი სკოლის მოდელში“ აქტიურად არიან ჩართულები და სავალდებულო აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის მათ წამყვანის სტატუსი დაიმსახურეს.
სტატუსის ცვლილებას და პროფესიულ წინსვლას ელლოდებიან ასევე პედაგოგები თინათინ ბოცვაძე და რუსუდან ნიკურაძე.
დირექცია ყველა მასწავლებელს წინსვლას და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.