
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge.
მოსწავლეებმა: ზურა ფუტკარაძემ, ანასტასია მამულაძემ, ცოტნე დიდმანიძემ, ანასტასია მოფინაძემ, თამთა ზოიძემ, ლუკა ფუტკარაძემ, გიორგი ვაშაყმაძემ, თემურ ფარტენაძემ და რომეო მიქელაძემ ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი მონდომებით გააკეთეს და ბრწყინვალე შედეგიც აჩვენეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები