გურიანთის საჯარო სკოლის დირექცია 4 პედაგოგს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
03-12-2020

თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამის დასტურია ის, რომ 2020-2021 სასწავლო წელს სკოლის ოთხმა მასწავლებელმა - ნანა შარაძემ, ლია მჟავიამ, ნანა მეხუზლამ და გულნაზი გობრონიძემ წარმატებით გაიარეს გარე დაკვირვება, რაც წამყვანის სტატუსის მინიჭებას ნიშნავს.

„ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას“,-წერია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203