ახალი სამგორის საჯარო სკოლის საკლასო ოთახები მოსწავლეთა გემოვნებით გარემონტდა
03-12-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის საჯარო სკოლის საკლასო ოთახები გარემონტდა. სკოლის შენობა - კედლები, იატაკი, ფანჯრები და კარები დაზიანებული იყო, ამჯერად კი მოსწავლეები გარემონტებულ სუფთა გარემოში ისწავლიან.

„ჩვენს სკოლაში სასიამოვნო სიახლეა. წლების განმავლობაში საკლასო ოთახები გასარემონტებელი იყო: დაზიანებული რაფები, ჩამონგრეული ჭერი და კედლები, ამოყრილი პარკეტი. სკოლა მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ აგვარებდა ამ პრობლემას. საბედნიეროდ, დღეს ეს მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორებულია. სკოლამ მონაწილეობა მიიღო CTC -ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და მიღებული გრანტითა და სკოლის თანადაფინანსებით გარემონტდა ოთხი საკლასო ოთახი.

დღეს გვაქვს არაჩვეულებრივად ლამაზი ოთახები: მოსწავლეთა სურვილისამებრ შერჩეული ფერებით შეღებილი კედლები, თანამედროვე განათებები, კომფორტული იატაკი.

მადლობა ადგილობრივ თემს, სოფლის მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგვიცხდა, მონაწილეობა მიგვეღო საგრანტო კონკურსში.

მადლობა CDI 6- ის პროექტის მენეჯერს ქალბატონ მაკა პაპუკაშვილს, ბატონ ჯონდო კვიტიასა და კომპანია bp-ის გაწეული შრომისა და თანამშრომლობისათვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203