გაჭედილის საჯარო სკოლის 7 პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭება
03-12-2020

გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლას 19 მასწავლებელი ჰყავს. აქედან 7 პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭება.

ესენი არიან: დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი მანანა ლაშხია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხათუნა რუხაია, ისტორიის მასწავლებელი ირინა ჯანჯღავა, ინლისურის პედაგოგი ნათია ჯანჯღავა, გეოგრაფიის მასწავლებელი ნანა კეკუტია, ბიოლოგიის პედაგოგი ნატო ჯანჯღავა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზეინაბ ჯანჯღავა.

შვიდივე მათგანმა დისტანციურად გაიარა გარე დაკვირვება და პედაგოგები 4 კრედიტით შეფასდნენ. აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203