ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები საინტერესო პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი
03-12-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის ჯავახის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები ახალ და საინტერესო პროექტებში. დირექცია და მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე და საინტერესო ტრენინგებს ესწრებიან.

„ჩვენი სკოლის პედაგოგები აქტიურად  ჩაერთულნი ვართ, როგორც არაჩართული სკოლა, „ახალი სკოლის მოდელში“. შესაბამისად, ჩვენი სკოლის მათემატიკის წამყვან მასწავლებელს რესურსცენტრის კოორდინატორობაც შესთავაზეს. სკოლის მოსწავლეთა 60 პროცენტი ჩართულია მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge. რეიტინგით ჩვენმა სკოლამ მე-9 ადგილი აიღო. ახლაც მოტივირებულები ვართ ამ საკითხით. დაწყებითი კლასების ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლები მონაწილეობენ USAID-ის ტრენინგებში. დირექტორი კი - დირექტორთა ტრენინგში, რომელსაც უძღვება ძვირფასი ტრენერი კახა ჟღენტი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203