ქუთაისის N23 სკოლის მასწავლებლებს - მარინე სვანაძეს და ირმა გრძელიშვილს წამყვანის სტატუსი მიენიჭათ
03-12-2020

ქუთაისის N23 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა მარინე სვანაძემ და მათემატიკის მასწავლებელმა ირმა გრძელიშვილმა სტატუსი აიმაღლეს. პედაგოგებს წამყვანის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლა ულოცავს მათ ამ წამატებას და უსურვებს შემდგომ კარიერულ წინსვლას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203