ნამაშევის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს
03-12-2020

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა შორენა მოსინავამ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა სალომე ჩარგეიშვილმა და ინგლისური ენის მასწავლებელმა ნატო ონიანმა გარე დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარეს, კრედიტქულები მოიპოვეს და წამყვანი მასწავლებლები გახდებიან. 

სკოლა და დირექტორი მინდია გველებიანი პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203