თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორმა, მათემატიკის მასწავლებელმა აზა გადელიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
03-12-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის დირექტორმა და ამავე დროს მათემატიკის მასწავლებელმა აზა გადელიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა, დადებითი შეფასება მიიღო და სტატუსის ცვლილებას ელოდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203