მარტვილის N1 სკოლის პედაგოგებმა - ნანი ლაგვილავამ და დარეჯან ჭილაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს
03-12-2020

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა ნანი ლაგვილავამ და ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგმა დარეჯან ჭილაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს, 4 კრედიტი მიენიჭათ და სტატუსის ცვლილებას ელოდებიან.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203