სამტრედიის N7 სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი პედაგოგებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
03-12-2020

სამტრედია N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ლიდა რუსიამ, ეთერ ჯალაღანიამ, ლელა გეგუჩაძემ და ამირან ჯვარშეიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს. 

სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203