
სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგებმა - თამარ კრავეიშვოილმა, ნათია ასათიანმა და ქეთინო მეფარიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს.
სკოლის დირექტორი ვენერა ივანიშვილი პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.