სენაკის N2 სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ
03-12-2020

სენაკის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის 7-მა მასწავლებელმა გარე დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა.

სკოლის დირექცია ულოცავს პედაგოგებს: ლიანა თევდორაძეს, ლუიზა დანელიას, ნანა შეროზიას, ნანა ტყებუჩავას, ირინა განგიას, მეგი გრიგოლიას, რუსუდან ლომიას გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარებას და წარმატებას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203