
ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, შორენა კანდელაკმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანის სტატუსი მოიპოვა.
დირექტორი იზოლდა ვაჩეიშვილი პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.