ტოლების საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგ სოფიკო ხუნდაძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
03-12-2020

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მშობლიური ენა და ლიტერატურის მასწავლებელმა, სოფიკო ხუნდაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. 

სკოლის დირექტორი მარინა ხუჭუა პედაგოგს წარმატებას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203