„ეს ჩვენი საქართველოა“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
02-12-2020

„ეს ჩვენი საქართველოა“ - ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს. სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმზეა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ მოსწავლეები საინტერესო პროექტებში აქტიურად ჩაერთონ. ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეები საინტერესოდ წარმოგვიდგინეს.

„მოგესალმებით მონატრებულო ბავშვებო, მშობლებო და კოლეგებო. ჩვენ ონლაინ რეჟიმში დავიწყეთ ვიდეოპროექტი „ეს ჩვენი საქართველოა“. პირველი ფილმი მზად გვაქვს და გთავაზობთ. შეგვაფასეთ“,-წერს პედაგოგი ნანა რუხაძე და მე-3 კლასის ვიდეოპროექტს გვიზიარებს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203