იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლა ცნობილ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს - ალექსანდრე სანდუხაძეს იხსენებს
02-12-2020

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე სანდუხაძის ღვაწლს იხსენებს.

„17 ნოემბერს 100 წელი სრულდება ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე სანდუხაძისა.

გრძელი და საინტერესო გზა განვლო ვიდრე აკაკი წერეთლის სახელობის N2 საშუალო სკოლის დირექტორი გახდებოდა. მიდიოდა მჩქეფარე წლები ხელმძღვანელი მუშაკისა: პასუხისმგებლობა მოზარდი თაობის სულიერ აღზრდაზე და ბევრი უძლო ღამე.
...მერე იყო ერის სულიერი გამოღვიძება და ბევრი რამის გადაფასება.

უმტკივნეულო არც ის იყო, როცა საქმე სკოლის სახელწოდების შეცვლას შეეხო. ბატონი ალექსანდრე თავადაც თვლიდა, რომ იოსებ ოცხელის სახელის უკვდავყოფა, მართლაც, ამ ფორმითაც იყო აუცილებელი, თუმც ძნელად ეთმობოდა დიდი აკაკის სახელი.

მერე... მერე იყო განათლების სისტემაში ახალი სიო, რამდენიმე სკოლამ წარსულის სამართალმემკვიდრემ მიიღო გიმნაზიის სტატუსი, მათ შორის იყო ჩვენი სკოლაც. იოსებ ოცხელის საზოგადოების ინიციატივით მომზადდა მასალები პირველი ქართული გიმნაზიის სამართალმემკვიდრეობის გათვალისწინებით ჩვენმა სკოლამაც შეიცვალა სტატუსი და გახდა იოსებ ოცხელის სახელობის N2 გიმნაზია. აქაც საპასუხისმგებლო ადგილი ეკავა ბატონ ალექსანდრე სანდუხაძეს. იგი ღირსეულად უძღვებოდა გიმნაზიის დირქტორის კონსულტანტის სტატუსს. თუმცა, „ქვაზე დადებული სიკეთე“ ხშირად იკარგება, მაგრამ მაინც ძალზე ბევრია ის მადლიერი ყოფილი მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, რომლებიც დიდი სიყვარულითა და მოფერებით მოიხსენიებენ მის სახელს.
იოსებ ოცხელის სახელობის სკოლის სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ ჩაფიქრებნული იყო ბატონი ალექსანდრესათვის ღირსეული იუბილე გადაგვეხადა ქალაქის მასშტაბით - დიდ თეატრში.
მერე პანდემიის „დამსახურებით“ მასშტაბები შევამცირეთ და ვიფიქრეთ - მშობლიური სკოლის სააქტო დარბაზში გადაგვეხადა იუბილე.
ისევ პანდემიის „დამსახურებით“ სკოლაში ვიზიტსაც ვერ ვახერხებთ.
გვჯერა, „ონლაინ“ რეჟიმში ბატონი ალექსანდრესადმი ორიოდ თბილ სიტყვას მოგონებებში არ დაიშურებენ ქალბატონები: ლია ხინგავა, ნუნუ ქანდარია, მედეა კალანდარიშვილი, მზია ჩიტაშვილი, ციალა ჯაფარიძე, გულნარა დავიდოვა, თინა იმედაძე, ელენე ტიშენკო, ციცინო ნემსიწვერიძე, საიდა ფუტკარაძე, ბაიკო კვაჭაძე, მაყვალა უკლება, ვლადიმერ გედენიძე.
ყოფილი ნამოწაფარნი და თანამშრომლები, ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.
გვჯერა, მადლიერი ნამოწაფარნი გაიხსენებენ უანგარო დირექტორის ამაგს. ესტაფეტას გადავცემთ მარიკა და ნინო ბერძენაძეებს,"-წერის სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203