თბილისის N74 სკოლის მოსწავლემ, ნიკოლოზ აზარიაშვილმა izrune.ge-ს ნოემბრის შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი დაიმსახურა
თბილისის N74 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერადაც, მე-3 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ აზარიაშვილმა ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და ოქროს დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.