თბილისის N99 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
02-12-2020
თბილისის N99 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც, სკოლის 7-მა მოსწავლემ - არჩილ ლოლაძემ, არნოლდ თოდუამ, თეკლა კერატიშვილმა, ანთიმოზ დანელიამ, დავითი თოდუამ, მოსე დანელიამ და ელენე მოსულიშვილმა ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები მოიპოვეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203