
„თემის ახალგაზრდების ჩართულობა“ - ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეების ცბობიერების ასამაღლებელ აქტივობებს, რომ შეძლონ ჩაერთონ საკუთარი რეგიონისა და სოფლის ცხოვრებაში და იყვნენ აქტიური და მცოდნე ახალგაზრდები.
„პროექტის აქტივობებია: ლექცია-დისკუსიების ჩატარება სხვადასხვა თემაზე, დაახლოებით 12 შეხვედრა, რონდელის ფონდის გამოცემული ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ დარიგება ამ სკოლაში, მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ და მერე ჩავუტარებთ ამ ჟურნალების მასალის საფუძველზე ვიქტორინებს, გამარჯვებულებს გამოვავლენთ და დავაჯილდოვებთ, ასევე საუკეთესო მონაწილეებისთვის იგეგმებოდა ექსკურსია თბილისში და ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში, პარლამენტში, უნივერსიტეტებში, ბავშვებმა რომ ნახონ რა შესაძლებლობებია, როცა ადამიანი სწავლობს და ვითარდება“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.