ბანძის საჯარო სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი შეემატა
02-12-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლას მიმდინარე სასწავლო წელს ოთხი წამყვანი მასწავლებელი - დონალდ ძაგანია, თამარ კაკულია, მაია ზარქუა და ლალი დანელია შეემატა.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მათ და უსურვებს შემდგომ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203