ხონის N1 სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე პედაგოგ ნარგიზ ჩხენკელს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
02-12-2020

ხონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნარგიზ ჩხენკელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. მასწავლებელს აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭება. დირექტორი შორენა კაკაბაძე ამაყობს თავისი პედაგოგებით და ულოცავს მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას.

„კიდევ ერთ წარმატებას ვულოცავთ პირველსკოლელები ნარგიზ მასწავლებელს! ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, აღმატებულ ხარისხში აყვანილი პასუხისმგებლობა, პოზიტიური დამკვირვებელი, გამორჩეული მე-7ა კლასი და წარმატებით გავლილი გარე დაკვირვება. უკან მოტოვებული კოვიდი, გახარებული ნარგიზ მასწავლებელი და უფრო მეტად გახარებული მე. კვლავაც წარმატებები ჩემო პირველებო!!!“-წერს დირექტორი შორენა კაკაბაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203