ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები „ვირტუალურ საკვირაო სკოლაში“ არიან ჩართულნი
02-12-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის 4 მოსწავლე - ზურა ბოლქვაძე, ლერი  ცეცხლაძე, გიგა კოჩალიძე და ქეთი ოჯახიშვილი აქტიურად არის ჩართული პროექტში -„ვირტუალური საკვირაო სკოლა“.

„მინდა მათ წარმატებები ვუსურვო, პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად, სოფლის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში ევროპული ღირებულებების შესახებ და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის მხრივ“,- აღნიშნავს დირექტორი ლიანა ბოლქვაძე. 

პროექტი „ვირტუალური საკვირაო სკოლა“, რომელსაც  ახორციელებს ახალგაზრდული ქსელი „თაობა“ გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, განკუთვნილია საქართველოს რეგიონების (ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ქედა, ხულო) უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის.

პროექტის მიზანია სოფლის ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება ევროპული ღირებულებების შესახებ და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა.  

მოსწავლეები დისტანციური პლატფორმის გამოყენებით (Zoom) ხვდებიან ცნობილ ადამიანებს და გადიან მასტერ-კლასებს ფოტოხელოვნებაში, ცეკვაში, საჯარო გამოსვლების ხელოვნებასა და ბლოგერობაში, ასევე, შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ შემეცნებით-გასართობ აქტივობებსა და კონკურსებში.

პროგრამა მიზნად ისახავს საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებში ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას დისტანციური პლატფორმის გამოყენებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203