ახალსოფლის საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს
02-12-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში გაკვეთილები დისტანციურად ტარდება.    

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე აღნიშნავს, რომ საგაკვეთილო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის მასწავლებლები და დირექცია მაქსიმალურად ზრუნავენ. 

მოსწავლეთა მშობლები კი დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

ტარიელ მიქელაძის თქმით, დამრიგებლებმა და მასწავლებლებმა შეუძლებელი გააკეთეს და მოსწავლეები აქტიურად ჩართეს სასწავლო პროცესში.

„ვფიქრობთ, კარგ შედეგზე გავალთ. კლასის დამრიგებლები, სისტემატიურად, კვირის ბოლოს მაწვდიან ინფორმაციას ხარვეზების შესახებ და მათ აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“,- ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია მშობლის, დამრიგებლის, მასწავლებლის და დირექციის აქტიური კომუნიკაცია.

სკოლის მიზანია გაკვეთილების სრულყოფილად ჩატარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203