იყალთოს საჯარო სკოლის პირველკლასელმა, ლუკა მიქელაშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
02-12-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

მათ შორის სკოლის პირველი კლასის მოსწავლე ლუკა მიქელაშვილი დამრიგებლის, ნ. გოგოლაშვილის ინიციატივით და მზრუნველი დედიკოს წყალობით, აქტიურად ჩაერთო izrune.ge-ს აქტივობებში და დაიმსახურა ოქროს დიპლომი.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203