ნაბაკევის საჯარო სკოლის პედაგოგმა, თეონა კერესელიძემ სტატუსი აიმაღლა
02-12-2020

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქიმიის პედაგოგმა თეონა კერესელიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203