ქვაყუდის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ზვიად შანიძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა
02-12-2020

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაყუდის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, ზვიად შანიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანის სტატუსი აიღო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203