წყალტუბოს N1 სკოლაში კვირეულის - „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ ფარგლებში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
02-12-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე კვირეულის - „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ ფარგლებში VIII კლასში ისტორიის მასწავლებელმა ფიქრია გიორხელიძემ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე - ბულინგი.

მასწავლებელმა მოსწავლეებს შეახსენა, რა არის ბულინგი და ბულინგის ტიპები.

მოსწავლეებმა - ნინი ბენიძემ და ანასტასია კირვალიძემ წაიკითხეს მათ მიერ დაწერილი ესეები: „არა ძალადობას“, ასევე იმსჯელეს, როგორ უნდა გადაიჭრას სკოლაში არსებული სირთულეები არაძალადობრივი მეთოდებით.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203