ქუთაისის N21 სკოლის 18 მოსწავლე საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდა
02-12-2020

ქუთაისის N21 საჯარო სკოლამ ეროვნული საგნობრივი ოლიმპიადის პირველ ტურში მშვენიერი შედეგი დადო. 18 მოსწავლე გადავიდა ოლიმპიადის მეორე ტურში.

სკოლის დირექტორი მოსწავლეებს მომდევნო ტურშიც წარმატებებს უსურვებს.

„აღნიშნული წარმატება ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის წახალისებასა და სასკოლო ცხოვრების სტიმულირებას.
წარმატებებს ვუსურვებთ სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს!“-აღნიშნავს დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203