კურზუს საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ელიზა კალანდიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
02-12-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ელიზა კალანდიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. მისი გაკვეთილი დადებითად შეფასდა, მიიღო 4 კრედიტი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203