„გაუზიარე შენი საყვარელი წიგნი სხვას“-ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეები მასწავლებლის საინტერესო გამოწვევას შეუერთდნენ
02-12-2020

„გაუზიარე შენი საყვარელი წიგნი სხვას“-ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლის საინტერესო გამოწვევას შეუერთდნენ. მათ თავისი საყვარელი წიგნები თანატოლებს გაუზიარეს, შემდეგ კი თავისივე და სხვა სკოლის მოსწავლეები გამოიწვიეს. მასწავლებელი ნათია ჟორჟოლიანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილების გაზიარება თანატოლებში, მითუმეტეს თუ ეს საინტერესო წიგნს ეხება.

მე-4 ბ კლასმა სიამოვნებით მიიღო მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ გამოწვევაში მონაწილეობა: „გაუზიარე შენი საყვარელი წიგნი სხვას“. შემდეგ კი გამოიწვიეს ამავე სკოლის მოსწავლეები და ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მე-4 გ კლასი.

ამ გამოწვევის მიზანი გახლავთ საინტერესო წიგნის გაზიარება და ინტერესის გაღვივება თანატოლებს შორის.“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203