ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექცია 4 მოსწავლეს სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადასვლას ულოცავს
02-12-2020
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში წარმატება მოიპოვეს და მეორე ტურში გავიდნენ. დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მათ მიღწეულ წარმატებას.

„ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის ოთხ მოსწავლეს: გურამდა მათეშვილს, ჯაბა ჯამასპიშვილს, ლიზა მაძღარაშვილსა და მარიამ ოზბეთელაშვილს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში, სხვადასხვა საგნებში, გადასვლასა და უსურვებს შემდგომ წარმატებებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203