ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტებში მონაწილეობენ
02-12-2020

გორის მუნიციპალიტეტის ქერეს საჯარო სკოლა პანდემიის პირობებშიც აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მოსწავლეები მონდომებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში.

სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“ და დაგეგმილ აქტივობებში წარმატებით მონაწილეობს.

მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე „ჯანსაღი ცხოვრება“, სადაც რამდენიმე პედაგოგი და მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები არიან გაერთიანებული.

სკოლა ასევე მონაწილეობდა კონკურსში „ქალთა მიმართ ძალადობა“. მოსწავლეებმა ამასთან დაკავშირებით დაწერეს თემები და ელოდებიან შედეგს.

მოსწავლეები მუშაობენ ბულინგის თემაზეც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203