წყალტუბოს N4 სკოლის ეზოში სიმულაციური სასამართლო გაიმართა
02-12-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა საგანში - ჩვენი საქართველო. გაკვეთილის თემა იყო სიმულაციური სასამართლო. საგნის მასწავლებელი მაია ქობულიაა.

„სიმულაციური სასამართლო მთის ჩვეულებით  სამართალზე თემა: „მთის მხარეების ადგილი საქართველოს სახელმწიფოში“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი, სადაც გააცოცხლეს მთის სასამრთლო და მთის ტრადიციები. დადგეს სცენები ნამდვილად მომხდარი ამბებიდან და გამოიტანეს სახალხო სასამართლოს ხელმძღვანელის, ხევისბერების განჩინებანი.

სიმულაციური ჩვეულებით სასამართლოს წარმოდგენა გაიმართა სკოლის ეზოში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცოდნასაც ზრდის და მათი შემოქმედებითი უნარების გამოვლენასაც უწყობს ხელს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203