პედაგოგს 2021 წლის სექტემბრამდე გამოცდაზე მეორედ გასვლა და წინა შედეგის შენარჩუნება შეეძლება - სიახლე პრაქტიკოსებისთვის
02-12-2020

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი.

თუ პედაგოგს წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები. 

აღნიშნულს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესული ცვლილებები ითვალისწინებს. 

„პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები“, - წერია დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203