გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები მოხუცთა თავშესაფარს ნატურალური პროდუქტით ეხმარებიან
02-12-2020

წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები მოხუცთა თავშესაფარს ნატურალური პროდუქტით ეხმარებიან. წამოწყების ორგანიზატორია სკოლის კურსდამთავრებული ქეთი ბოლქვაძე.

„ვფიქრობთ, პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია ჩვენმა ხანდაზმულებმა სოფლის ნატურალური პროდუქტით იკვებონ, სწორედ ამ მიზნით გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება, ისინი სოფელში აგროვებენ პროდუქტს და თავშესაფარში გზავნიან. ამ მნიშვნელოვანი წამოწყების ორგანიზატორია ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ქეთი ბოლქვაძე.

ეკოკლუბი თავშესაფრებთან თანამშრომლობას კიდევ აგრძელებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203