„საკლასო ოთახში სწავლებას ვერაფერი შეცვლის, თუმცა ბავშვების უსაფრთხოებისთვის ასე სჯობს“ – ყვარელწყლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
02-12-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის ყვარელწყალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში უტარდებათ. როგორც სკოლის დირექტორი რუსუდან ღუბიანური განმარტავს, ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად, სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ჩემი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დამეთანხმებით, ალბათ, რომ საკლასო ოთახში სწავლებას ვერაფერი შეცვლის, თუმცა ამ პირობებში ბავშვების უსაფრთხოებისთვის ასე სჯობს.

საგაკვეთილო პროცესს „თიმსით“ ვახერხებთ, თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა პანკისის ხეობაშია და ცოტა ჭირს ტექნიკურად, ამის გამო გვჭირდება „მესენჯერის“ და „ვაცაპის“ დახმარება, რადგან არც ერთი მოსაწავლე არ დაგვრჩეს სწავლების გარეშე“,-ამბობს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203