ნადუქნარის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს
02-12-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის ნადუქნარის საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. როგორც დირექტორი ივანე თურქიაშვილი ამბობს, სკოლის დირექცია და პედაგოგები ცდილობენ, ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში.

„ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. ზოგადად, პრობლემები ყოველთვის ახლავს როგორს საკლასო ოთახში სწავლას, ასევე დისტანციურს.

საგაკვეთილო პროცესს, ძირითადად, „თიმსის“ პროგრამაში წარვმართავთ, თუმცა ზოგჯერ „მესენჯერის“ დახმარებაც გვჭირდება.

ვცდილობთ, ყველა მოსწავლე ჩართული იყოს სასწავლო პროცესში“,-აღნიშნავს დირექტორი ივანე თურქიაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203