მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდნენ
02-12-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში აქტიურად ჩაერთვნენ, მათ კარგი შედეგებიც დაიმსახურეს და რამდენიმე მათგანი მეორე ტურშიც გადავიდა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ოლიმპიადის პირველი ტური ონლაინ წარიმართა.

მოლითის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებით და შემდგომ წინსვლას უსურვებს მათ!

მეორე ტურში გადავიდნენ: ქართული ენა და ლიტერატურა: მაგდა თურმანიძე, ირაკლი კიკნაძე (X კლასი), ყურაშვილი მარიამი (XI კლასი).

მათემატიკა: ყურაშვილი მარიამი, კვინიკაძე თეონა (XI კლასი).

გეოგრაფია: ირაკლი კიკნაძე (X კლასი), ლიზა ღინღაძე (XI კლასი).

რუსული ენა: კიკნაძე ირაკლი ( X კლასი).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203