ბოსლების საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
02-12-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - დალი ფოლადიშვილმა (ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი), ნანა ფოლადიშვილმა (ისტორიის პედაგოგი), ნონა ოგნაძემ (ინგლისურის პედაგოგი), ლელა მახნიაშვილმა (მუსიკის პედაგოგი) და მაია ბეჟანიშვილმა (დაწყებითი კლასების პედაგოგი) სტატუსი აიმაღლეს და უფროსი მასწავლებლები გახდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203