ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებელ გულთამზე ბენდელიანს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავენ
02-12-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგმა, გულთამზე ბენდელიანმა სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

​„სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და მოსწავლეები დიდი სიყვარულით ვულოცავთ გულთამზე ბენდელიანს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს. ვუსურვებთ მას წარმატებას კარიერულ წინსვლაში და პირად ცხოვრებაში. უამრავი მადლიერი და წარმატებული თაობა ჰყავს მას აღზრდილი და კიდევ უამრავის აღზრდას ვუსურვებთ“,-ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203