კვატიის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, გიული ბერიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
02-12-2020

დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელმა, გიული ბერიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და კრედიტქულები მოიპოვა. გიული ბერიძე იანვრიდან წამყვანი მასწავლებელი გახდება.

სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203