წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გულნარა შაინიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
02-12-2020

ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის დირექტორმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გულნარა შაინიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და 4 კრედიტქულა მოიპოვა. გულნარა შაინიძე იანვრიდან წამყვანი მასწავლებელი გახდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203