ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგ ლიდა ზარქუას წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
02-12-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლიდა ზარქუამ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლიდა ზრქუას წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღებას და უსურვებს  წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203