დმანისის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
02-12-2020

დმანისის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგი ლიანა რატიანმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, ხოლო დაწყებითი კლასების მასწავლებელი თეა ურუმაშვილი უფროსი მასწავლებელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ბევრი სტატუსიანი მასწავლებელია. სპორტის მასწავლებელი - ალექსანდრე დაუთაშვილი უფროსი მასწავლებელი გასული წლის იანვრიდან არის. წამყვანმა მასწავლებლებმა -ქეთევან გიორგაძემ, სოფიკო ადუაშვილმა, დარეჯან ფერაძემ და მარეხი ბეჟუაშვილმა სტატუსი გასულ წელს აიმაღლეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203