ოზურგეთის N3 სკოლა პედაგოგებს წამყვანის სტატუსის მოპოვებას ულოცავს - სტატუსი 7-მა მასწავლებელმა აიმაღლა
02-12-2020

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის 7-მა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის პედაგოგებს: ნანა გაგუას, ნუნუ ბასილაშვილს, ნატო წიტაიშვილს, ლეილა თალაკვაძეს, ლილი ლომაძეს, ქეთევან კიღურაძესა და ელენე ქავთარაძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსს.

თითოეულ მათგანს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203