წყალტუბოს N2 სკოლის პედაგოგებმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს
02-12-2020

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - რუსუდან რუსაძემ (მათემატიკა), მზია სილაგაძემ (დაწყებითი საფეხური) და გიორგი ბენიძემ (ისტორია) გარე დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით ჩაატარეს, დადებითი შეფასება დაიმსახურეს და eschool-ის ბაზაში 4 კრედიტქულა აესახათ.

სკოლის დირექცია წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებს სკოლის წამყვან, მოტივირებულ და სამაგალითო პედაგოგებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203