თელავის N5 სკოლის სამმა პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
02-12-2020

თელავის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის სამმა პედაგოგმა - კერძოდ, მათემატიკის მასწავლებელმა, მარიამ  ზაქარიაშვილმა, ბიოლოგიის პედაგოგმა, ნინო ფიდატოვმა და ისტორიის მასწავლებელმა, ლია ალადაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203