წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა იურისტის როლი მოირგეს
01-12-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს საგანში - „მე და საზოგადოება“ საინტერესო გაკვეთილები უტარდებათ. 

მასწავლებელი მაია ქობულია მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. ამჯერად მესამეკლასელებმა იურისტის როლი მოირგეს.

„საოცარი პატარები და მათი შეხედულებები ბავშვთა უფლებებზე, ასე შეიძლება დავახასიათოთ ის აქტივობები, რომლებსაც გვთავაზობენ პატარები ბავშვთა უფლებებზე და მოვალეობებზე. მას შემდეგ კი რაც შეისწავლეს ძირითადი ცნებები - „პატარა იურისტებიც გახდნენ“.

პატარა იურისტები ვიძლევით იურიდიულ კონსულტაციას ბავშვთა უფლებებზე - ასე ამბობდნენ მხიარული იურისტები და იძლეოდნენ საინტერესო კონსულტაციებს.

ასეთი ხალისიანი და საოცრად გულისხმიერი „იურისტები“ გვყავდა მე-3 კლასში“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203