თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტ დიანა ანფიმიადს შეხვდნენ
01-12-2020

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის მე–4 კლასის მოსწავლეები (მასწ. ი. მალანია) თანამედროვე ქართველ პოეტს, მწერალს და პედაგოგს - დიანა ანფიმიადს შეხვდნენ.

შეხვედრა მიეძღვნა ქართული თანამედროვე საბავშვო წიგნის დღეს.

„შეხვედრა იყო ინტერაქტიული. მოსწავლეებმა ისაუბრეს ავტორის საბავშვო ზღაპრებზე, რომლებიც გაერთიანებულია კრებულში - „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“ და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება. ასევე, ისაუბრეს ილუსტრაციებზეც და ბოლოს ნახატების მიხედვით მოიფიქრეს ამბები - თავადაც გახდნენ მწერლები.

მასწავლებელმა და მოსწავლეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ინტერაქტიული შეხვედრა მოეწყობა საკლასო სივრცეშიც, სადაც შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ მათი თანატოლი, ილუსტრაციების ავტორი, გიორგი ბარბაქაძე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203